Wednesday, 12 May 2010

   "კიდევ კარგა ხანს იქეიფეს სასიძოებმა, როკვითა და სიმღერით იშვებდნენ, სანამ დარბაზში მწუხრი არ ჩამოწვა. მერე რული მოერიათ და დაიშალნენ. ტელემაქემ მონადიმენი გაისტუმრა და გულფიქრიანი გამობრუნდა საძილო ოთახისკენ, რომლის სარკმელი მშვენიერ კარმიდამოს გადაჰყურებდა. მაშხალით ხელში მას ფეხდაფეხ მიჰყვა მოკრძალებული ევრიკლეა. გმირმა ლაერტემ ოდესღაც ოც ძროხად იყიდა იგი. მაშინ ყმაწვილი ქალი იყო ევრიკლეა და პატრონისგან მეუღლის დარად პატივდებული. მაგრამ ლაერტეს ცოლის რიდით არასოდეს შეუბღალავს მისი სარეცელი. ევრიკლეა მაშხალით უნათებდა გზას ტელემაქეს. ტელემაქე მისი გაზრდილი იყო და ამიტომ ყველაზე მეტად უყვარდა. დედაბერმა მშვენივრად გაწყობილი საძილო ოთახის კარი გაუღო. ჭაბუკი საწოლზე წამოჯდა, მსუბუქი ქიტონი გაიძრო და მოხუცებულ გადიას მიაწოდა. დედაბერმა ქიტონი სათუთად დაკეცა და იქვე საწოლთან, ხის როკზე გადაკიდა. მერე კარი მოიხურა და თასმებით განასკვა ვერცხლის რგოლები. ხოლო თხისურის საბანში გახვეული ტელემაქე მთელი ღამე ათინასგან მინიშნებულ გზაზე ფიქრობდა.“ (ჰომეროსი. ოდისეა)


P. S. A written work — be it an essay or a story — is about an idea or concept. An essay explains it; a story narrates it. To help the reader understand and enjoy it, the explanation or narration is broken down into units of text, the paragraph. (from Wikipedia).


1 comment: